თვისებები და მახასიათებლები
პავლოვნია არის მცენარეთა ჯიში, რომელიც მიეკუთვნება Paulowniaceae-ს ოჯახს, რომელიც მოიცავს 20-ზე მეტ სახეობას, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ტომენტოზა, ელონგატა, ფორტუნი, კავაკამი, კატალპიფოლია, ტაივანური, ფარგეზია.
ზემოთჩამოთვლილთაგან ყველაზე ყინვაგამძლე ჯიში არის ტომენტოზა, რომელიც უძლებს -28 გრადუსს ყინვას.
პავლოვნია არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ხე უზარმაზარი ფოთლებით (დიამეტრის 80 სმ-მდე), დიდი თაფლოვანი ყვავილებით, რომლებიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, დიდი გვირგვინით და ხის დიამეტრით 1 მეტრზე მეტი. სიმაღლეში აღწევს 30 მეტრს. იგი უპრეტენზიოა ნიადაგის მიმართ, იზრდება ნებისმიერ, თუნდაც მშრალ ნიადაგზე, რომელიც შეიცავს 2%-მდე კირს, მაგრამ საუკეთესო განვითარებას აღწევს ღრმა, ზომიერად ტენიან, დრენაჟირებულ, საკმაოდ ნოყიერ, თიხის ნიადაგზე. მჟავიანობა Ph 4,5-8 დიაპაზონში. პავლოვნია ეგუება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს და კლიმატს, შეუძლია გაუძლოს ძალიან მაღალ ტემპერატურას +45*C და ასევე ძალიან მკაცრ კლიმატს -28*C. პავლოვნიას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ის, რომ ყოველი ჭრის შემდეგ მცენარე რეგენერირებს, 70-100 წლის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე მოიჭრას (7-დან 15-მდე); ამრიგად, ყოველი მოჭრის შემდეგ არ არის საჭირო ხის ხელახლა დარგვა, პირიქით, ის უფრო ენერგიულად და სწრაფად გაიზრდება წინა ჭრამდე შემუშავებული ფესვთა სისტემის გამოყენებით. ეს კი ბიზნესის თვალსაზრისით დიდი შეღავათია.
ზრდის ტემპები:
პაულონიის ხის ყველაზე ინტენსიური ზრდა შეინიშნება სიცოცხლის პირველ წლებში. ასაკთან ერთად (მე-5 წლიდან) ზრდა ნელდება, ღეროს დიამეტრი კი 1 სმ-ით იზრდება ყოველწლიურად.
გვირგვინის სიგანე და ფორმა: 3-6 მეტრი, გაშლილი, ფართოდ მომრგვალებული.
ფოთლები:
სიცოცხლის პირველ წელს ხეს აქვს დიდი ბოჭკოვანი ფოთლები, რომელთა დიამეტრი 50-85 სმ-ს აღწევს.გულისებრი ან კვერცხისებრი, მრგვალი კიდეებით, ღია მწვანე, ზემოდან ბუსუსებიანი, ქვემოდან თექიანი.
შემოდგომით ფოთლების ფერი უცვლელია, ცვივა მწვანე, შემდეგ ხდება ყავისფერი.
ყვავილობა:
იწყება საშუალოდ 3 წლის ასაკიდან გაზაფხულზე აპრილის შუა რიცხვებიდან და გრძელდება 6-8 კვირა, რაც პავლონიის ხეს იდეალურ მასალად აქცევს ქალაქებისა და პარკების ტერიტორიების გამწვანებისთვის.
ყვავილები დიდია, ფერი ვარდისფერ-იისფერი, იასამნისფერი ან თითქმის თეთრია.
ფესვთა სისტემა:
მთავარღეძიანი. ფესვი აღწევს 4,5-9 მ სიღრმეზე.
ქერქი:
თხელფირფიტიანი, ღია ნაცრისფერი, გლუვი, ოდნავ დაბზარული ზრდასრულ ხეებზე.
ღეროს დიამეტრი:
1,5-2 წლის ხის დიამეტრი 8-14 სმ, 3-4 წლის ხის 20-24 სმ, ზრდასრული 18 წლის 80 სმ-მდე.
ნაყოფი:
გრძელი, ხის კაფსულები 10 მმ-მდე ზომის. თესლი: პეპლის ფორმის, 2-7 მმ სიგრძის, გარსოვანი, ფრთიანი.
მავნებლები:
პავლონიის ხე აგროვებს ნივთიერებას, სახელად ტანინს, რაც მდგრადს ხდის მას ტერმიტებისა და ხოჭოების მიმართ. თავს კარგად გრძნობს ურბანულ გარემოში.
ულტრა ზრდა:
7-8 წლის განმავლობაში აღწევს 1 კუბურ მეტრს. ამ მოცულობის ზრდას ვერ შეედრება ვერც ერთი სხვა სახეობის ხე. მთლიანობაში მცენარე თავისი სწრაფი ზრდის უნარით არის კაცობრიობის პატარა სიმდიდრე: კურნავს და აღადგენს ნიადაგს ეროზიისგან, ერთი ხე შთანთქავს 22 კგ CO2-ს და გამოყოფს 6 კგ ჟანგბადს, დაფიქრდით ამ ციფრებზე.
Subscribe to our newsletter and don’t miss anything
Get directions to our event center
კასპის რაიონი, სოფ. ახალქალაქი
საქართველო
infopaulownia1@gmail.com